ახალი ამბები

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, დაშავდა 3 პირი

22 ოქტომბერი, 2022 • 1248
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, დაშავდა 3 პირი

დღეს, 22 ოქტომბერს, თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ჯერჯერობით უცნობია რა აფეთქდა.

„ზუსტად არ ვიცი[რა აფეთქდა]. მგონი, ყუმბარა ესროლა ვიღაცამ ვიღაცას“, – ეუბნება შემთხვევის ადგილიდან ერთ-ერთი რესპოდენტი „მთავარ არხს“.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19 -109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი