ახალი ამბები

ირანი რუსეთს დამატებით რაკეტებისა და დრონების გადაცემას დაჰპირდა – Reuters

18 ოქტომბერი, 2022 • 782
ირანი რუსეთს დამატებით რაკეტებისა და დრონების გადაცემას დაჰპირდა – Reuters

გამოცემა Reuters-ის თანახმად, ირანი რუსეთს უფრო მეტი რაკეტისა და დრონის გადაცემას დაჰპირდა.

გამოცემა ამას ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

Reuters-ის თანახმად, შეთანხმება მხარეებს შორის 6 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამად მოხბერმა, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორმა მაღალჩინოსანმა და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა მოსკოვში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართეს.

„რუსებმა ითხოვეს უფრო მეტი დრონი და ირანული ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც უფრო მეტი სიზუსტე აქვთ, კონკრეტულად ,სარაკეტო სისტემები, სახელად „Fateh“ და „Zolfaghar““, – განუცხადეს გამოცემას.

აღნიშნული სარაკეტო სისტემების მოქმედების არეალი 300-დან 700 კილომეტრამდე მერყეობს.

გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, მხარეები Shahed-136-ის დრონების გადაცემაზეც შეთანხმდნენ, რომელსაც რუსეთი უკვე აქტიურად იყენებს უკრაინის ქალაქების დასაშინებლად.

რუსეთის იარაღით მომარაგების გამო, უკრაინულმა მხარემ უკვე ოფიციალურად მოითხოვა ირანის სანქცირებული ქვეყნების სიაში შეყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი