ახალი ამბები

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

18 ოქტომბერი, 2022 • 878
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

რიიგიკოგუმ 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო განცხადება, რომლითაც მხარი დაუჭირა მართლმსაჯულების და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების მიერ დაწყებულ გამოძიებას რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე. რიიგიკოგუში სულ 101 დეპუტატია. ათი დეპუტატი სხდომას არ ესწრებოდა, სამმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„მხარს უჭერს რა უკრაინის პარლამენტის მიმართვას ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რიიგიკოგუ აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაციას — ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“, — ნათქვამია განცხადებაში.

რიიგიკოგუ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღოს მსგავსი დეკლარაციები.

ლიეტუვის და ლატვიის შემდეგ, ესტონეთის პარლამენტი მესამე ეროვნული საკანონმდებლო ორგანოა, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

PACE-მ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი