ახალი ამბები

ქუთაისში მერიიდან ჟურნალისტების ტექნიკის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს

18 ოქტომბერი, 2022 • 607
ქუთაისში მერიიდან ჟურნალისტების ტექნიკის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტების ტექნიკის ქურდობის საქმეზე დააკავეს ერთი პირი.

უწყებაში განაცხადეს, რომ სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სრულად ამოღებულია ნაქურდალი ტექნიკა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინდინარეობს.

ქუთაისის მერიის მედიაცენტრი დღეს გამთენიისას გაქურდეს. პირველადი ინფორმაციით, მოიპარეს ლეპტოპი და კამერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი