ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში გაემგზავრა

17 ოქტომბერი, 2022 • 887
სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში გაემგზავრა.

მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, დღეს პირველად დაიწყო პირდაპირი ავიამიმოსვლა კიშიონიოვსა და თბილისს შორის და სალომე ზურაბიშვილი სიმბოლურად სწორედ პირველი რეისით ჩავიდა მოლდოვაში.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლები ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განხილება, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

“აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად კარგ, მჭიდრო და პარტნიორილ ურთიერთობებს”, – განაცხადა მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი კიშინიოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან, როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში.

დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით ფრენები 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი