ახალი ამბები

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – საპროტესტო აქცია მერიასთან

17 ოქტომბერი, 2022 • 724
„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – საპროტესტო აქცია მერიასთან

დღეს დილიდან თბილისის მერიასთან  საპროტესტო აქციით მოქალაქეები შეიკრიბნენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პროცესში ჩართულმა სხვა მაღალჩინოსნებმა პასუხისმგებლობა აიღონ ვაკის პარკში დაღუპული და დაშავებული მოსწავლეების გამო.

არც მარიტა მეფარიშვილის დაღუპვისა და არც ორი მოზარდის დაშავების გამო შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია.

მანამდე აქტივისტები ამბობდნენ, რომ აქციებს პერმანენტული სახე ექნება მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.განახლებული შადრევანი შემთხვევის წინა დღეს გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებამ გამოავლინა თუ არა ვინმეს დანაშაული.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი