ახალი ამბები

საავადმყოფოში დაიღუპა 11 წლის უკრაინელი ბავშვი, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა

14 ოქტომბერი, 2022 • 2172
საავადმყოფოში დაიღუპა 11 წლის უკრაინელი ბავშვი, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა

საავადმყოფოში დაიღუპა 11 წლის უკრაინელი ბავშვი, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ტელეგრამით გაავრცელა.

რუსეთის არმიამ მიკოლაივზე საჰაერო იერიში 13 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა, რა დროსაც მთლიანად ჩამოიშალა ხუთსართულიანი საცხოვრებელი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 11 წლის ბავშვი 6-საათიანი საამშველო ღონისძიების შემდგომ გამოიყვანეს. თუმცა მოზარდი რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამაშველო ოპერაციის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ამოიყვანეს ნანგრევებიდან ბავშვი, რომელიც იმ წუთისათვის კონტაქტური იყო და მან ატირებულ მამას ხელიც მოჰხვია.

ბოლო დღეებია, რუსეთი განუწყვეტლივ ბომბვს უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებს, რასაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი