ახალი ამბები

სავაროდოდ, საქმე გვაქვს ტერაქტთან – ვაშაძე ხარჩილავას მანქანის დაწვაზე

12 ოქტომბერი, 2022 • 688
სავაროდოდ, საქმე გვაქვს ტერაქტთან – ვაშაძე ხარჩილავას მანქანის დაწვაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვლის, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვა, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტია.

მისი თქმით, თუ დამნაშევეებს მყისიერად არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი ოპოზიციონერი მერის მანქანის დაწვის უკან მმართველი გუნდი დგას.

„ჩვენი, „სტარტეგია აღმაშენებლის“ შეფასებით, სავაროდოდ, საქმე გვაქვს ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ. თუ დამნაშავეებს დღესვე მყისიერად არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან პრორუსული „ქართული ოცნება“ დგას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავასა და მისი გუნდის ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან ხარჩილავას მანქანა დაწვეს.

თავად ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი მანქანის დაწვა შესაძლოა პოლიტიკური გზავნილი იყოს.

როგორც ხარჩილავა ამბობს, დამწვარ მანქანასთან მისხმული იყო სითხე, რაც ამყარებს ეჭვს, რომ განზრახ დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი