უკრაინაში დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი, ალბერტ ჯუსოევი.
ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
გარდაცვლილი ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინული მხარის ჩასაფრებაში პირველ აგვისტოს მოჰყვა.
მისი ამოცნობა რუსულმა მხარემ მხოლოდ ახლახან შეძლო.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა ნაწილს რუსული მოქალაქეობა აქვთ და რუსულ არმიაში მსახურობენ, ნაწილი კი ომში მოხალისეობრივად, ზოგჯერ ფინანსური გასამრჯელოს სანაცვლოდ მონაწილეობს.