ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე თავის წონაში ოქროს მედალი მოიპოვა.
გრიგალაშვილმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაამარცხა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ბელგიელი მატიას კასე .
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში 22 წლის ტატო გრიგალაშვილი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია.