ახალი ამბები

გურამ თუშიშვილს ტედი რინერთან გამარჯვება გაუუქმდა

3 დეკემბერი, 2022 • 1175
გურამ თუშიშვილს ტედი რინერთან გამარჯვება გაუუქმდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქართველ ძიუდოისტ გურამ თუშიშვილს ტედი რინერთან გამარჯვება გაუუქმდა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის მიერ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც თავად ფრანგი სპორტსმენი ავრცელებს.

წერილში აღნიშნულია, რომ  გორში გამართულ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის შეცდომას ჰქონდა ადგილი. გადამოწმების შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილება თუშიშვილს რენერის წინააღმდეგ ვაზარი გაუუქმონ და ჰანსოკუ-მაკე მისცენ.

ძიუდოს საერთაშორისო ფერედაციის გენერალური მდივანი წერილში აცხადებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაში შედეგის გაუქმება გუნდების შედეგებზე, რომლის სახელითაც ტურნირზე ეს  სპორტსმენები ასპარეზობდნენ, გავლენას არ იქონიებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი