ქუთაისში, მდინარე რიონის ნაპირზე შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
ცხედარი ადგილობრივებმა წითელი ხიდის მიმდებარედ დღეს, 9 ოქტომბერს დილის საათებში აღმოაჩინეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ნეტგაზეთი დამატებითი დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
გარეკანის ფოტო: მთავარი არხი