ახალი ამბები

„საშობაო მეჯლისის“ გადაღებისას დადიანების ეზოში ხანძარი გაჩნდა

8 ოქტომბერი, 2022 • 1199
„საშობაო მეჯლისის“ გადაღებისას დადიანების ეზოში ხანძარი გაჩნდა

წუხელ, პარასკევ საღამოს დადიანების სასახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა.

კერძოდ, „რადიო ათინათის“ ცნობით, „საშობაო მეჯლისის“ გადაღების დროს, ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ ცეცხლი გენერატორს წაეკიდა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „კულტურულ მემკვიდრეობას და ეროვნულ სიამაყეებს საფრთხე არ შექმნია“.

„საშობაო მეჯლისის გადაღების დროს, გადამღები ჯგუფის გარე გენერატორს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მისი ლიკვიდირება მალევე მოხდა და ხანძარს ზიანი არ მოუტანია“, – წერს იგი ფეისბუკზე.

სასახლის ადმინისტრაციის ცნობით, ისტორიულ პარკში, 29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის „საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“, ხოლო დაგეგმილი გადაღებების გამო 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დახურულია დამთვალიერებლებისთვის; ასევე, გადაიკეტილია მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი