ახალი ამბები

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ცეცხლი გაჩნდა

7 ოქტომბერი, 2022 • 962
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ცეცხლი გაჩნდა

ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლის ეზოში 7 ოქტომბრის საღამოს ცეცხლი გაჩნდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილობრივი რადიო “ათინათის” ინფორმაციით, “საშობაო მეჯლისის” გადაღების დროს სასახლის მიმდებარედ ცეცხლი გენერატორს წაეკიდა.

“ათინათი” ციტირებს მუზეუმის დირექტორს, დავით ოყუჯავას, რომელიც დასძენს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა “არც სასახლე, არც მცენარე, არც კომპლექსის რამე ინვენტარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.