ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახრა ავიძბა ამბობს, რომ აფხაზეთში პროქართულ განწყობებს ამჩნევს

6 ოქტომბერი, 2022 • 2048
ახრა ავიძბა ამბობს, რომ აფხაზეთში პროქართულ განწყობებს ამჩნევს

ბატალიონ „პიატნაშკას“ ლიდერმა ახრა ავიძბამ, რომელმაც აფხაზეთში დაბრუნებისას პრესკონფერენცია გამართა, სხვადასხვა საკითხის პარალელურად საქართველოზეც ისაუბრა.

ავიძბას დაკვირვებით აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდა საქართველოსთან მიერთების განწყობებიც.

“საზოგადოებაში განწყობები უკიდურსად უსიამოვნო ხდება – ყვებიან, რომ ამაში ცუდი არაფერია, რომ საქართველოში ჩადიან და იქ თურმე აფხაზები უყვართ. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ათასჯერ ჩახვიდეთ იქ, მაგრამ უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო მიმართულია რევანშისკენ. ეკონომიკური და ჯანდაცვის გზით ცდილობენ ჩვენს ჩათრევას სხვადასხვანაირად. პროგრამები აქვთ გაწერილი მრავალწლიანი, რომ სამხედრო გზით დაგვიბრუნონ”.

ამასთან, როგორც ის ამბობს, საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ოპოზიცია დაბრუნდება ხელისუფლებაში.

“საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი, რადგან იცის, რომ თუ დაიწყებს ომს, ხელისუფლება შეიცვლება. ოპოზიციას კი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა უნდა, რომ ამ ტალღაზე თავს დაგვესხან. 2008 წელს მათ ამარაგებდნენ იარაღით და ამ იარაღმა გაისროლა კიდეც. დღესაც გემებით შედის თურქეთიდან საქართველოში იარაღი. სწვლებები იმართება და ძალების მობილიზება ხდება”.

ასეთ ვითარებაში კი, მისი თქმით, აფხაზეთი მზად უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯისთვის და აფხაზების გადასამზადებლად დონბასის გამოცდილების გამოყენებას სთავაზობს, რადგან 30 წლის წინანდელი ბრძოლის ფორმები დრომოჭმულია.

ახრა ავიძბას მოსაზრებების შესახებ ვრცლად წიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი