ახალი ამბები

მარტვილის საკრებულოსა და ენმ-ის წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

6 ოქტომბერი, 2022 • 604
მარტვილის საკრებულოსა და ენმ-ის წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მარტვილის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციაში ამბობენ, რომ ადასტურებენ 5 ოქტომბერს მარტვილში „ერთი პირის“ დაკავებას 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ბრალდება 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა, ანი წითლიძემ განაცხადა:

„მაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა. უბრალოდ, ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ. დარწმუნებული ვარ, ეს არის გაუგებრობა და ეს აუცილებლად გაირკვევა. დანარჩენი არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი