ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელმაც „ორ ნაბიჯში“ კონსულტანტებსა და მომხმარებელზე იძალადა

5 ოქტომბერი, 2022 • 1086
დააკავეს პირი, რომელმაც „ორ ნაბიჯში“ კონსულტანტებსა და მომხმარებელზე იძალადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც მაღაზიათა ქსელის „ორი ნაბიჯი“ ერთ-ერთ ფილიალში მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საუბარია ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ კაცი თავს ესხმის ჯერ რამდენიმე კონსულტანტს, შემდეგ კი, ახლად შემოსულ მომხმარებელს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი