შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც მაღაზიათა ქსელის „ორი ნაბიჯი“ ერთ-ერთ ფილიალში მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საუბარია ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ კაცი თავს ესხმის ჯერ რამდენიმე კონსულტანტს, შემდეგ კი, ახლად შემოსულ მომხმარებელს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.