ახალი ამბები

ევროპის საბჭოში დანიშვნის გამო ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება

3 ოქტომბერი, 2022 • 987
ევროპის საბჭოში დანიშვნის გამო ტალიაშვილს  სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ წევრ თამარ ტალიაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. სწორედ ამიტომ მას სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიცია არის. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იქ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები და ვუსურვებთ წარმატებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მიხედვით, ტალიაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გრეტა წიწავა ხდება, რომელიც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი