ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგანგებო ბრიფინგი გამართა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის 4 ოლქის ანექსიის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიწები, რომლებიც კრემლმა მიიტაცა, უკრაინის ტერიტორიაა.
„ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული მიწის ძალით მიტაცებისა და ანექსიის ყველაზე დიდი მცდელობა.
უკრაინის ტერიტორიის 15% პროცენტი, დაახლოებით პორტუგალიის ზომის, რუსეთმა უკანონოდ მიიტაცა იარაღის ძალით.
უკრაინაში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმების ტოტალური დარღვევით დაიგეგმა მოსკოვში. მიწების ეს მიტაცება არის არალეგალური და არალეგიტიმური. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ რომელიმე ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად.
მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, ტერიტორიის მიტაცების ეს აღმაშფოთებელი ქმედება არ მიიღონ. ეს მიწები უკრაინაა.
- დონეცკი არის უკრაინა.
- ლუგანსკი არის უკრაინა.
- ხერსონი არის უკრაინა.
- ზაპოროჟიე არის უკრაინა.
- ისევე, როგორც ყირიმი არის უკრაინა“, — აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რუსეთმა ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ტერიტორიად 30 გამოაცხადა. აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის ამ ოლქებში ყალბი რეფერენდუმის ჩატარება, რომლის საფუძველზეც რუსეთმა განაცხადა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს რუსეთთან მიერთება სურთ.