ახალი ამბები

უკრაინამ ნატოში დაჩაქრებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა

30 სექტემბერი, 2022 • 1275
უკრაინამ ნატოში დაჩაქრებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა

უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი გააკეთა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

„დე ფაქტო, ჩვენ გავიარეთ ჩვენი გზა ნატო-სკენ. დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი თავსებადობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის, რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ალიანსი. დე ფაქტო, დღეს უკრაინა აკეთებს განაცხადს, რომ ეს იყოს დე იურე. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის ხელმოწერით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

2021 წლის ბოლოს, – უკრაინის საზღვარზე შეიარაღებული ძალების მობილიზების ფონზე, – მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოსგან მოითხოვა, უარი ეთქვათ ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, რაზეც უარი მიიღო.

„როიტერსი“: ომის დასაწყისში პუტინი არ დაკმაყოფილდა უკრაინის უარით ნატოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი