ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დონეცკში მებრძოლი ბატალიონი „პიატნაშკა“ აფხაზეთში დაბრუნდა

29 სექტემბერი, 2022 •
დონეცკში მებრძოლი ბატალიონი „პიატნაშკა“ აფხაზეთში დაბრუნდა

დონეცკში მებრძოლი ბატალიონი „პიატნაშკა“ აფხაზეთში დაბრუნდა.

ბატალიონი „პიატნაშკა“ 2014 წელს ჩამოყალიბდა. მას მეთაურობს აფხაზი ახრა ავიძბა. ბატალიონი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების შემადგენლობაშია და მასში, რუსებისა და აფხაზების გარდა, იბრძვიან ოსები, ადიღეელები და სხვა კავკასიელი ხალხები.

2021 წელს მარტში ახრა ავიძბას ედავებოდნენ აფხაზეთში, სხვა პირებთან შეთანხმებით, იარაღის უკანონო შენახვას. აფხაზეთის დე ფაქტო პოლიციამ ავიძბასა და მისი თანამოაზრეების საცხოვრებელ სახლებში აღმოაჩინა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის: ავტომატური იარაღი, ხელყუმბარები, ასაფეთქებელი მასალა, ტყვია-წამალი და თავდაცვითი ჟილეტები. მას სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.

მას შემდეგ, რაც ახრა ავიძბა მონაწილეობდა დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნით გამართულ აქციებში, ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწედ მუშაობდა. მან ეს თანამდებობა გასული წლის ბოლოს დატოვა, ბჟანიასთან საერთო იდეებისადმი რწმენის დაკარგვის გამო.

2022 წლის აგვისტოში უკრაინული მედია წერდა, რომ დონეცკში, რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსულ-აფხაზური ბატალიონის, „პიატნაშკას“ სამხედრო ბაზა იწვოდა.

დონეცკში აფხაზური ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზა იწვის – უკრაინული მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი