ახალი ამბები

დონეცკში აფხაზური ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზა იწვის – უკრაინული მედია

22 აგვისტო, 2022 •
დონეცკში აფხაზური ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზა იწვის – უკრაინული მედია

დონეცკში, რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსულ-აფხაზური ბატალიონის, „პიატნაშკას“ სამხედრო ბაზა იწვის.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა Unian-მა ლუგანსკის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ჰაიდაიზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის თანახმად, მოწინააღმდეგის რიგებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ბაზაზე არსებული ხანძრებისა და აფეთქებების ამსახველი, დრონით გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი და აფეთქება.

ბატალიონი „პიატნაშკა“ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოყალიბდა. მას აფხაზი ახრა ავიძბა მეთაურობს. ბატალიონი ამჟამად რუსეთის მიერ დამოუკიდებლად გამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების შემადგენლობაშია.

მასში, რუსებისა და აფხაზების გარდა, იბრძვიან ოსები, ადიღეელები და სხვა კავკასიელი ხალხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი