ახალი ამბები

„მნიშვნელოვანია ყველა მექანიზმის გამოყენება, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს“ – პრეზიდენტი

27 სექტემბერი, 2022 • 695
„მნიშვნელოვანია ყველა მექანიზმის გამოყენება, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე ზურაბიშვილმა და გომელაურმა განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით:

„შეხევდრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვილივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი.

მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია“ ,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი