ახალი ამბები

საქართველოდან „ლარსის“ გავლით გასულ სატვირთოთა საბაჟო კონტროლი შეფერხებულია – შემოსავლების სამსახური

26 სექტემბერი, 2022 • 491
საქართველოდან „ლარსის“ გავლით გასულ სატვირთოთა საბაჟო კონტროლი შეფერხებულია – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური იუწყება, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მხარეს გასულ სატვირთოთა საბაჟო კონტროლი შეფერხებულია. ამავე განცხადებაში უწყება ხაზს უსვამს, რომ ტვირთნაკადი საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაზრდილია.

„საბაჟო კონტროლის პროცედურების 24- საათიან რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს, ,,ლარსის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების- შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის“, – წერს უწყება.


მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მონაცემებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261-მა ათასმა კაცმა დატოვა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი