ირანის ქალაქებში არ წყდება ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის დაღუპვით გამოწვეული პროტესტი. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, 23 სექტემბრის ღამით მოქალაქეები კვლავ გამოვიდნენ აქციებზე სხვადასხვა ქალაქში. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებთან.
პროტესტის მერვე ღამე
ირანში დემონსტრაციები გასულ კვირას, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით. ქალის მშობლიურ პროვინციაში დაწყებული პროტესტი მალე სხვა ქალაქებსაც მოედო.
როგორც “რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი ბიურო წერს, არის ცნობები დიდ დემონსტრაციებზე დედაქალაქ თეირანში. აქ 23 სექტემბერს მთავრობამ თავისი მხარდამჭერი აქცია დააორგანიზა, თუმცა, კადრების მიხედვით, შებინდებისას მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს საპროტესტოდ შეკრება სხვადასხვა უბანში.
ویدیوی دریافتی از “صادقیه #تهران، ۱ مهر”#مهسا_امینی #IranProtests pic.twitter.com/ZzYSYg77cv
— Vahid Online (@Vahid) September 23, 2022
“امسال سال خونه، سیدعلی سرنگونه”
ویدیوی دریافتی با شرح ‘امشب، ۱ مهر، ساعت ۸، #تهران، زیر پل ستارخان”#مهسا_امینی #IranProtests pic.twitter.com/1n61ZZX3TK
— Vahid Online (@Vahid) September 23, 2022
از نگاه شما- ویدیوهای منتشرشده در شبکههای اجتماعی نشان میدهد باوجود سرکوب مردم در خیابانها از سوی نیروهای امنیتی و پلیس، شهروندان تهران تا بامداد روز شنبه، دوم مهر، در بسیاری از خیابانهای شهر به حضور و اعتراض نسبت به مرگ #مهسا_امینی ادامه دادند. pic.twitter.com/wAfPBeyDPq
— RadioFarda|راديو فردا (@RadioFarda_) September 24, 2022
პროტესტის მონაწილე ქალები კვლავ იხდიან თავსაბურავებს საჯარო სივრცეში. პროტესტის ეს ფორმა ირანში მიმდინარე დემონსტრაციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები მოხდილ თავსაბურავებს წვავენ.
از نگاه شما- یک زن جوان و #کشف_حجاب در تهران، تصویری نمادین از بهانه #اعتراضات_سراسری و اخیر مردم ایران که در اعتراض به سالها تبعیض و زنستیزی در جمهوری اسلامی رخ داد و بعد مرگ #مهسا_امینی آغاز شد. جمعه شب، اول مهر ۱۴۰۱ خورشیدی. pic.twitter.com/cNbNr1pvbi
— RadioFarda|راديو فردا (@RadioFarda_) September 23, 2022
از نگاه شما- ادامه اعتراضات و روسریسوزان در #بابل؛ شنبه، ۲ مهر ۱۴۰۱. اعتراضات سراسری در ایران که در پی مرگ #مهسا_امینی پس از خشونت ماموران گشت ارشاد آغاز شد، وارد دومین هفته خود شده و همچنان در تمام شهرهای ایران ادامه دارد. pic.twitter.com/8C2VHI3UzU
— RadioFarda|راديو فردا (@RadioFarda_) September 24, 2022
კიდევ ერთი ვიდეო, BBC-ის თანახმად, ქალაქ ყუმშია გადაღებული. მასში დემონსტრანტების მხრიდან უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლის მომენტი ჩანს.
دلاوران #قم
دفاع مشروع حق مردم است،
به هر طریقی میتوانید قاتلان مردم را سرنگون کنید..#مهسا_امینی pic.twitter.com/sK5cj8wjNu— Masih Alinejad ?️ (@AlinejadMasih) September 23, 2022
“ტვიტერზე” ვრცელდება კადრებიც, რომლებიც, წყაროს მიხედვით, ქალაქ მეშჰედშია გადაღებული. ვიდეოს მიხედვით, ცეცხლი წაუკიდეს ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მორთეზა მოთაჰარის ქანდაკებას.
اعتراضات سراسری، مشهد: آتش زدن تندیس مطهری در میدان آزاد شهر(میدان معلم) مشهد#مهسا_امینی #Mahsa_Amini#OpIran pic.twitter.com/EA7S7iSgDT
— Shahram Rafizadeh (@ShahramRafizade) September 23, 2022
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოც, რომელიც, BBC-ის თანახმად, სავარაუდოდ, თეირანშია გადაღებული და მასში ჩანს, როგორ ისვრის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან. დაუზუსტებელია, რომელ ინსტიტუციას განეკუთვნება ის.
კიდევ ერთი ვიდეო, ტელეარხის ცნობით, ქალაქ რაშთშია გადაღებული და ასახავს პოლიციელთა მიერ დემონსტრანტების მისამართით სროლას.
სახელმწიფო გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 35 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება. ნორვეგიაში მოქმედი ორგანიზაციის “Iran Human Rights” ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი 50-ს გადასცდა.
ویدیوی ارسالی از رشت نشان میدهد که نیروهای امنیتی در حال شلیک به سمت معترضان هستند که با اعتراض عدهای از مردم محل مواجه میشوند. محل این ویدیو خیابان امام رشت تشخیص داده شده و زمان آن شامگاه اول مهر ۱۴۰۱ است. pic.twitter.com/pWNuMAATrq
— BBC NEWS فارسی (@bbcpersian) September 23, 2022
უფლებადამცველები არაერთგზის ადანაშაულებენ უსაფრთხოების ძალებს მომიტინგეების მკვლელობაში. Amnesty International-ის 23 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციამ შეკრიბა მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, წინა ორი ღამის განმავლობაში უსაფრთხოების ძალები “შეგნებულად და უკანონოდ” ესროდნენ დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან.
“დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია მინიმუმ 30 ადამიანს, მათ შორის ოთხი ბავშვია”, — წერს ორგანიზაცია და ახმიანებს გაფრთხილებას “შემდგომი სისხლისღვრის რისკზე”, ახსენებს რა ხელისუფლების მიერ ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვას.
თავად ირანის ხელისუფლება უარყოფს აქციის მონაწილეთა მკვლელობას და ამაში “ამბოხებულებს” სდებს ბრალს.
არმიის გაფრთხილება და კონტრაქციები
პარასკევს ირანის არმიისგან დემონსტრანტებისადმი გაფრთხილება გაისმა. არმიამ თქვა, რომ “მტრებს დაუპირისპირდება”, აღნიშნა რა, რომ “ეს უიმედო ქმედებები არის მტრის ბოროტი სტრატეგიის ნაწილი ისლამური რეჟიმის დასუსტების მიზნით”.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ “მტრებს” ირანში ქაოსის შექმნა სურთ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია მსგავსი რიტორიკა. ის ხშირად მიაწერს საპროტესტო მოძრაობებს “მტერს” და ქვეყნის საქმეებში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს.
პარასკევს ხელისუფლებამ დააორგანიზა კონტრაქციები, რომელთა მონაწილეებიც აშშ-ისა და ისრაელის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ. Reuters-ის ცნობით, ისმოდა მოწოდებებიც პროტესტის მონაწილეთა სიკვდილით დასჯისკენ.
მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებზე, რომლებმაც მრავალი ქალაქი მოიცვა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, ირანელები მწვავედ აპროტესტებენ მკაცრ ნორმებსა და რიგ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამური რესპუბლიკის პირობებში.
სოციალურ ქსელში მრავალგზის ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იხდიან და წვავენ ქალები თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა.
მთავრობის მხარდამჭერი აქცია თეირანში. 23.09.22 ფოტო: EPA
დემონსტრანტები უპირისპირდებიან უსაფრთხოების ძალებს, წვავენ პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს, ანადგურებენ და აზიანებენ ხელისუფლებასთან ასოცირებულ ბანერებს. ისმის ირანის სულიერი ლიდერისა და მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანები.
მიუხედავად იმისა, რომ რთულია დემონსტრაციების მასშტაბების განსაზღვრა, საერთაშორისო მედია წერს, რომ ესაა ყველაზე მწვავე პროტესტი 2019 წლის შემდეგ, როცა მოქალაქეები საწვავის გაძვირების ფონზე გამოვიდნენ ქუჩაში.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის განცხადებით, შეშფოთებულია ცნობებით, რომელთა თანახმადაც მშვიდობიან აქციებს ირანში ძალის გადამეტებული გამოყენებით უპასუხეს, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
“ჩვენ მოვუწოდებთ უსაფრთხოების ძალებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ან არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან და მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ თავშეკავება შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”, —თქვა გაეროს სპიკერმა.
ინტერნეტის შეზღუდვა — რას ამბობენ აშშ და მასკი
გარდა უსაფრთხოების ძალების მცდელობისა, ჩაახშონ პროტესტი, ირანის ხელისუფლება დემონსტრაციებს ინტერნეტთან და სოც. მედიის კონკრეტულ პლატფორმებთან წვდომის შეზღუდვითაც პასუხობს.
პარასკევს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდიმ დაადასტურა მთავრობის მიერ ინტერნეტის შეზღუდვა. მისი თქმით, “არეულობის დასრულებამდე ინტერნეტზე იქნება შეზღუდვები.
“სოციალური მედიის საშუალებით არეულობის ორგანიზების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ შეზღუდვები ინტერნეტზე”, — თქვა მან.
პლატფორმა NetBlocks-მა, რომელიც მსოფლიოს გარშემო ინტერნეტის მუშაობას აკვირდება, მიმდინარე კვირაში თქვა, რომ ამჟამად ირანში ინტერნეტზე ყველაზე მძიმე შეზღუდვები მოქმედებს 2019 წლის შემდეგ.
როგორც Reuters გასულ დღეებში წერდა, აქტივისტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ასევე შეზღუდა ინტერნეტთან წვდომა 2019 წელს, მანამ, სანამ საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულ პროტესტს ჩაახშობდა. მაშინ, ამავე სააგენტოს მიხედვით, 1 500 ადამიანი მოკლეს.
ამ ფონზე, აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ კომპანიებს, დაეხმარონ ირანელ ხალხს ონლაინ სივრცეში ინფორმაციის მიღებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ხაზინის დეპარტამენტმა გასცა ლიცენზია გარკვეულ ტრანზაქციებზე, რომელთა განხორციელებაც მანამდე აკრძალული იქნებოდა აშშ-ის მიერ ირანისადმი დაწესებული სანქციების გამო.
კადრი ირანის საპროტესტო აქციებიდან
ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ეს ნაბიჯი დაეხმარება წინააღმდეგობას ირანის მთავრობის მცდელობისადმი, ცენზურა დაუწესოს თავის მოსახლეობას. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის ამ მოქმედებას დაუყოვნებელი შედეგი ჰქონდეს, რადგან ხსენებული გადაწყვეტილება, დეპარტამენტის თქმით, “არ აქრობს კომუნიკაციების რეპრესიის ყველა ინსტრუმენტს”.
მერეო მხრივ, მილიარდერმა ელონ მასკმა ბლინკენის საპასუხოდ დაწერა, რომ გაააქტიურებს თავის სატელიტურ ინტერნეტ ფირმას, Starlink-ს, რათა უზრუნველყოს ირანისთვის ინტერნეტ სერვისები.
Starlink არის სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, რომელიც შემუშავებულია ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ. ის იყენებს დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელს მსოფლიოში.
BBC-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ განახლებული ლიცენზია არ მოიცავს მასკის კომპანიის აღჭურვილობას, თუმცა მიესალმებიან Starlink-სა და სხვებს ხაზინაში ნებართვის მისაღებად.
მაჰსა ამინის სიკვდილი
მაჰსა ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებლის, ნად ალ-ნაშიფის თქმით, არსებობს ცნობები, რომელთა თანახმადაც მაჰსა ამინის პოლიციამ თავში ხელკეტით სცემა და მანქანაზე მიარტყმევინა თავი.
პოლიცია უარყოფს ძალადობას და დასძენს, რომ ქალი “გულის უეცარი უკმარისობის” შედეგად ჩავარდა კომაში, თუმცა, როგორც მის ოჯახში აღნიშნავენ, ამინი ჯანმრთელი იყო და არ ჰქონია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლითაც გულის უეცარი პრობლემის ახსნა შეიძლება.
გარდაცვლილის მამის თქმით, მაჰსა ამინის ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.
მაჰსა ამინი
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ თქვა, რომ მაჰსა ამინის საქმე “ურყევად” უნდა იქნას გამოძიებული.
მისი სიტყვებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა და ახლა პასუხისმგებლობა სასამართლოს ხელშია. რაისი ამბობს, რომ პირველადი ექსპერტიზის შედეგებით, ქალი გარდაიცვალა გულის უკმარისობით ან ტვინის ინსულტით და არა ცემის შედეგად.
მანამდე, გაეროში სიტყვით გამოსვლისას რაისიმ დასავლეთი “ორმაგ სტანდარტების” ქონაში დაადანაშაულა ქალთა უფლებებთან მიმართებით.
ებრაჰიმ რაისის პირობებში ირანში კიდევ უფრო გამკაცრდა ქალების ჩაცმულობის კონტროლი.
როგორ აკონტროლებს ირანი ქალთა ჩაცმულობას
ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან(1979 წ.) მალევე, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.
უკანასკნელ წლებში ირანმა იხილა არაერთი კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ, რომელთა დროსაც ქალები ხშირად საჯაროდ იხდიან თავსაბურავს. აღნიშნულს თან ერთვის მკაცრი რეაგირება ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, ქალების დაპატიმრება და მათზე ძალადობა რეგულაციასთან შეუსაბამობის გამო.
არაერთი ქალი საჯაროდ იხდის თავსაბურავს და ასე ეწინააღმდეგება სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონს.
ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.
გასულ თვეებში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა იმ ქალების “აღიარებითი ჩვენებები”, რომლებიც სამოსის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დააკავეს.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, სავალდებულო ჰიჯაბის შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ პროცესში გარე ძალები არიან ჩართულნი.