ახალი ამბები

იმერეთში ავარიას 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა

23 სექტემბერი, 2022 • 879
იმერეთში ავარიას 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.

გარდაცვლილთაგან ერთი სასულიერო პირია, მეორე კი — 8 წლის ბავშვი. მსუბუქ ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი მოზარდი და სატვირთო ავტომანქანის მძღოლი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი