ახალი ამბები

თეიმურაზ კალანდაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

23 სექტემბერი, 2022 • 1352
თეიმურაზ კალანდაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

კალანდაძეა ერთ-ერთი ის პოლიციელია, რომელიც ქუთაისში საქართველოს ბანკში შეჭრილ თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

უწყების ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში ეკავათ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი