ახალი ამბები

„თავისუფლება ირანს! “ – პარლამენტის წინ ირანის მოქალაქეთა აქცია გაიმართა

21 სექტემბერი, 2022 •
„თავისუფლება ირანს! “ – პარლამენტის წინ ირანის მოქალაქეთა აქცია გაიმართა

თბილისში, პარლამენტის წინ, ირანის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „ჩვენ არ გვინდა დიქტატორი“, „თავისუფლება ირანს“ – სკანდირებდნენ ისინი.

თბილისის აქცია ეხმიანება ირანში მიმდინარე საპროტესტო ტალღას, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ე.წ. მორალის პოლიციის დაკითხვის შემდეგ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

პარლამენტის წინ ირანის მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ფოტო: ნინო ჩიჩუა / ნეტგაზეთი

„ჩვენ, ირანის ხალხს არ გვინდა ისლამური რეჟიმი“, ამბობს აქციის მონაწილე.

პარლამენტის წინ მათ არაერთი პლაკატი მოიტანეს, მათ შორის, მაჰსა ამინის ფოტოები, წარწერით – „ჩვენი გოგონა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოკლა, ცემით მოკლეს ისლამური ფარდის არტარების გამო“.


“სამართლიანობა”, “თავისუფლება”, “არა სავალდებულო ჰიჯაბს”, “სიკვდილი დიქტატორს”, “ნუ გეშინია, ჩვენ, ყველანი ერთად ვარ” — ამ და სხვა სლოგანებით ირანის სხვადასხვა ქალაქში გრძელდება პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის დაღუპვით გამოწვეული პროტესტი.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი