ახალი ამბები

მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი – ზურაბიშვილი

20 სექტემბერი, 2022 • 1075
მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს გამოხმაურებებს, რომელიც მოჰყვა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე მის ჩაცმულობას.

ზურაბიშვილის თქმით, უკვირს მის ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი და აღნიშნავს, რომ

„სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.

Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრაძლული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრომტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე) მოგვიანებით დაიდო.
ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი