ახალი ამბები

ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია – შსს

20 სექტემბერი, 2022 • 1291
ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია – შსს

ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ მედიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.

შეიარაღებული პირი ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს, 20 სექტემბერს შეიჭრა და 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი. ის 2 მლნ დოლარს ითხოვდა.

უწყების ცნობით, მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული პირია.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავდასხმას, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი