თბილისი სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 4 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
დღესვე გამოკითხეს არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელი, რომელმაც წარადგინა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, იმ მუხლით, რითაც გვარამიაა დაპატიმრებული, ბოლო 5 წელიწადში გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს ასე არ არის და ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის 3 შემთხვევა ფიქსირდება.
მომავალ, 4 ოქტომბრის სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგებიან. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს გამოცხადდეს სააპელაციოს გადაწყვეტილება.
საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
ნიკა გვარამიას 3-ნახევარი წლით პატიმრობა 16 მაისს მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.
გვარამიას პროკურატურა ედავება „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
