ახალი ამბები

გვარამიას სოლიდარობის მიზნით ენმ-ის ფრაქცია მის პროცესს დაესწრება

20 სექტემბერი, 2022 • 728
გვარამიას სოლიდარობის მიზნით ენმ-ის ფრაქცია მის პროცესს დაესწრება

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები სოლიდარობის ნიშნად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს დაესწრებიან. ამის შესახებ ფრაქციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ დღეს, 20 სექტემბეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება.

ხატია დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში სასამართლო რჩება  პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად და სწორედ ამის  ნათელი მაგალითია ნიკა გვარამიას პატიმრობა.

„[ნიკა გვარამია] ამ ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ არის მედიის დამფუძნებელი, ერთ-ერთი ყველაზე ღია კრიტიკოსი და აქტიური მოწინააღმდეგე ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე, როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იარაღი, მთავარი ორიენტირი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მედიათავისუფლების კუთხით და სწორედ ამიტომ, მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროპარლამენტი, მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

შესაბამისად, დღეს ჩვენ ნიკას სოლიდარობის მიზნით და რეალურად საქართველოს ევროპული პერსპექტივის სოლიდარობის მიზნით, ჩვენ დავესწრებით ნიკა გვარამის პროცესს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი