კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი და ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.