ახალი ამბები

იზიუმის მასობრივ სამარხში 1 ოჯახის 6 წევრის ცხედარი აღმოჩნდა, მათ შორის ბავშვების – გერაშენკო

17 სექტემბერი, 2022 •
იზიუმის მასობრივ სამარხში 1 ოჯახის 6 წევრის ცხედარი აღმოჩნდა, მათ შორის ბავშვების – გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, იზიუმის მასობრივ სამახრში ერთი ოჯახის ექვსი წევრის ცხედარი აღმოჩნდა.

მისივე ცნობით, მათ შორისაა 6 დ 8 წლის ბავშვების ცხედრები.

„სტოლპაკოვის ოჯახი: ელენა, მისი ქმარი დიმიტრი, 6 წლის ოლესია, 8 წლის საშა და გოგონების ბებია-ბაბუა ტატიანა და ალექსანდრე.

ყველას ერთი და იგივე გარდაცვალების თარიღი აქვს – 9 მარტი. იმ დღეს რაშისტების ტანკმა 10-დან 15-მდე ჭურვი ესროლა მათ სახლს პერვომაისკაიას 2-ში“, – წერს გერაშენკო ტელეგრამზე.

აღნიშნული ოჯახის შესახებ წერს უკრაინული მედიაც.

მათივე ცნობით, იმ სახლის დანგრევის შედეგად, რომელშიც სტოლპაკოვების ოჯახი ცხოვრეობდა, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა თავს სარდაფს აფარებდა.

რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი 15 სექტმბერს აღმოაჩინეს. უკრაინის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მასობრივ სამარხში 440-ზე მეტი საფლავია. მისივე თქმით, ცხედრები ცალ-ცალკეა დაკრძალული.

მათივე განცხადებით, იზიუმში აღნიშნული დაკრძალვიდან ვიდეო რუსმა ოკუპანტებმა თავად გამოაქვეყნეს და ამიტომ უკრაინული ძალები მას ეძებდნენ.


სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის რეგიონში უკრაინელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. უკრაინის ჯარებმა 10 სექტემბერს რუსებისაგან გაათავისუფლეს კუპიანსკი და ბალაკლია, იმავე დღეს რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს იზიუმი.

ოკუპაციისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი