ახალი ამბები

წამლების საფასური მოსახლეობისთვის უფრო დიდი გამოწვევა გახდა – NDI

16 სექტემბერი, 2022 • 755
წამლების საფასური მოსახლეობისთვის უფრო დიდი გამოწვევა გახდა – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის მიხედვით, წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა.

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგას, გამოკითხულთა 76%-მა წამლების საფასური დაასახელა. მაშინ, როცა 2021 წლის ივლისში აღნიშნულ პრობლემას გამოკითხულთა 56% ასახელებდა, 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევისას კი -46%.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი