ახალი ამბები

„რაის აგენტები აღმოაჩინეს“ – გომელაური „აგენტების დიპლომატებად დანიშვნაზე“

15 სექტემბერი, 2022 • 566
„რაის აგენტები აღმოაჩინეს“ – გომელაური „აგენტების დიპლომატებად დანიშვნაზე“

შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უარყოფს ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მონათხრობს, რომლის თანახმადაც, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საქართველომ ორ ქვეყანაში დანიშნა ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ.

„აგენტები რომ აღმოეჩინათ, მაშინ უნდა დაგვეჭირა. რაის აგენტები აღმოაჩინეს… იყო სხვადასხვა თემა, როდესაც კონტრდაზვერვა თვლიდა ზოგ-ზოგიერთ კანდიდატზე, – [გოგაშვილი] ვისზე საუბრობს არ ვიცი, – რომ მიზანშეწონილი არ არის მაინცდამაინც, რომ დაინიშნოს ამა და ქვეყანაში. შეიძლება სხვა ქვეყნებში [დაინიშნოს], იმიტომ, რომ აქვს რაღაც მინუსი, დიდი ხანი მუშაობდა იქ“, – განუცხადა 15 სექტემბერს მინისტრმა გომელაურმა ჟურნალისტებს.

„ეგეთი რაღაც არ ყოფილა, თორემ დაიბლოკებოდა“, – თქვა მინისტრმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საქართველომ ორ ქვეყანაში დანიშნა ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ. ამის შესახებ განცხადება გოგაშვილმა 13 სექტემბერს გაავრცელა.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი