ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ე.წ. შავ სიაში ვარ, ალბათ, ვერასდროს დავბრუნდები სოხუმში” – დევნილი აფხაზეთიდან

30 ივლისი, 2022 • 323
“ე.წ. შავ სიაში ვარ, ალბათ, ვერასდროს დავბრუნდები სოხუმში” – დევნილი აფხაზეთიდან

აფხაზეთის ომის მონაწილე და აფხაზეთიდან დევნილი გურამ თორდინავა, თითქმის, 30 წელია თბილისში, თოდუას კლინიკის ყოფილი სასადილოს შენობაში სხვა აფხაზეთიდან დევნილების გვერდით ცხოვრობს. დევნილებს ამ შენობაში არსებული ფართები, საერთო სველი წერტილებით, სახელმწიფომ საცხოვრებლად წლების წინ დაუკანონა.

გურამ თორდინავა ამბობს, რომ როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე, ე.წ. შავ სიაში ირიცხება და შესაბამისად, სოხუმში, საკუთარ სახლში დაბრუნების იმედი აღარ აქვს.

“მე არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ალბათ, ქართულ-აფხაზური დიალოგია საჭირო, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა, მაგრამ სანამ რუსეთის ფაქტორი არსებობს, ეს შეუძლებელი იქნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი