ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანთან რაიმე დოკუმენტზე ხელს არ ვაწერთ”- ფაშინიანი

14 სექტემბერი, 2022 • 1816
“აზერბაიჯანთან რაიმე დოკუმენტზე ხელს არ ვაწერთ”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაკეთილმოსურნე გარე ძალების საინფორმაციო დივერსია უწოდა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ თითქოს სომხეთმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან გარკვეულ კაპიტულაციურ დოკუმენტს.

“ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მანიპულაციებს. დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც იგეგმება მისი ხელმოწერა”.

იქამდე სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ მედიაგამოცემაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ფაშინიანმა სურვილი გამოთქვა, მშვიდობის სანაცვლოდ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმად სომხეთი ყარაბაღზე უარს იტყვის.

სომხეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ 13-14 სექტემბერს  სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად 105 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

სომხეთის ქალაქების დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანის საპასუხო განცხადებაში წერია, რომ მისი მოქმედებები გამოწვეულია სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაციით.

აზერბაიჯანის აგრესიის მიზანი – ხედვა სომხეთიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი