ახალი ამბები

“დაწესდეს ბებიის დღე” – მოქალაქე პარლამენტს მიმართავს

12 სექტემბერი, 2022 • 1354
“დაწესდეს ბებიის დღე” – მოქალაქე პარლამენტს მიმართავს

დღეს, 12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა. საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ ბებიის დღის დაწესებისთვის საუკეთესო თარიღი 17 სექტემბერია, რადგან:

  • 1906 წლის 17 სექტმბერს არის დაბადებული ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი;
  • ბებია და ბარაქიანი შემოდგომა, რთველი, ჩურჩხელა, თათარა, ფელამუში – ეს ყველაფერი ქვეყანაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი წერს, ბებიის და ბაბუის დღე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის: საფრანგეთში, პოლონეთში, ავსტრალიასა და იტალიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი