ახალი ამბები

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო

9 სექტემბერი, 2022 • 1469
პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილები, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესს შეეხება. ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა.

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესი 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თუმცა კანდიდატურის თავად დასახელებაზე „ოცნებამ“ უარი თქვა.

„ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი