ახალი ამბები

პარლამენტმა მოსმენების სადაო კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

6 სექტემბერი, 2022 • 658
პარლამენტმა მოსმენების სადაო კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა მოსმენების სადაო კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო, რაც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები.

ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და პირველ ივლისს ვენეციის კომისიას მიმართა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, 26 აგვისტოს „გადაუდებელი მოსაზრება“ გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ , კანონპროექტს „ნაჩქარევს“ უწოდა და მისი გადახედვა მოითხოვა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურები დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი