ახალი ამბები

რუსეთი ალაპარაკდა საქართველოში რუსულენოვან პირთა უფლებების დაცვაზე

6 სექტემბერი, 2022 • 4037
რუსეთი ალაპარაკდა საქართველოში რუსულენოვან პირთა უფლებების დაცვაზე

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ბრძანება, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქათველოცაა ნახსენები.

დოკუმენტის სახელწოდებაა – „კონცეფცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“. მისი დიდი ნაწილი რუსული კულტურის ქებაა, რომელიც „რუსეთისა და რუსული ერის სიმბოლოა“.

31-გვერდიანი დოკუმენტი რამდენიმე ნაწილს მოიცავს, მათ შორის, „ორმხირვ ჰუმანიტარულ ურთიერთობებს“. ამ თავის შესავალში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის საზღვარგარე ჰუმანიტარული პოლიტიკა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამაში კი განსაკუთრებულ როლს თამაშობს კულტურა.

კრემლი ამ დოკუმენტში მიჯნავს პოლიტიკასა და კულტურას და ამბობს , რომ – „პოლიტიკური, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ვითარდება, არ უნდა აისახებოდეს ორმხრივი ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებაზე. რუსეთი ორმხრივი ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში ღიაა მთელი მსოფლიოსთვის“.

რაც შეეხება საქართველოს, დოკუმენტის 94-ე და 95-ე პუნქტებში ვკითხულობთ:

„პრიორიტეტულ საკიტხად რჩება ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდული საკითხების, სპორტის, ტურიზმის სფეროებში სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში: დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, დონცესკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებთან.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაღრმავების შემთხვევაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი