ახალი ამბები

ვადამდელი არჩევნები ძალიან დიდი აბსურდი და სისულელეა – კალაძე

5 სექტემბერი, 2022 • 726
ვადამდელი არჩევნები ძალიან დიდი აბსურდი და სისულელეა – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აბსურდულია.

ასე უპასუხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

„პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“.  ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა… რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი