ახალი ამბები

კადიროვი ამბობს, რომ უვადო შვებულება დაიმსახურა

3 სექტემბერი, 2022 • 4329
კადიროვი ამბობს, რომ უვადო შვებულება დაიმსახურა

შესწორება: ნიუსის თავდაპირველი სათაური იყო „კადიროვი გადადგა“, თუმცა ის ჯერ არ გადამდგარა. მან თქვა, რომ პოსტზე დიდი ხანია არის და დაიმსახურა „უვადო შვებულება“.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ მან დაიმსახურა შვებულება „ხანგრძლივი, განუსაზღვრელი ვადით“. ამის შესახებ მან ისაუბრა დღეს, 3 სექტემბერს ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეოში.

„მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების ლიდერებს შორის ყველაზე დიდი ხანია, რაც პოსტზე ვარ. მივიჩნევ, რომ სრულად დავიმსახურე ხანგრძლივი შვებულება განუსაზღვრელი ვადით. ვიმედოვნებ, რომ გამიგებთ და მხარს დამიჭერთ“, — განაცხადა კადიროვმა.

კადიროვს ჩეჩნეთის მმართველის პოსტი 2007 წლიდან უკავია.

მისი მმართველობისას ჩეჩნეთში მოქმედებს სასტიკი რეჟიმი, რომელიც აწამებს და კლავს კადიროვის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. კადიროვის რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით სდევნის ლგბტქ+ თემის წევრებს.

რამზან კადიროვის რაზმები ბოლო პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადადგება ოფიციალურად, ან ვინ შეცვლის ჩეჩნეთის ლიდერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი