ახალი ამბები

შილდის მიმდებარე ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

3 სექტემბერი, 2022 • 535
შილდის მიმდებარე ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

კახეთში, შილდის მიმდებარედ ტყეში ხანძარს უკვე მეორე დღეა ებრძვიან. მეხანძრე-მაშველების გარდა, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენი და რამდენიმე ასეული სამხედრო თავდაცვის ძალებიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა მედიას განუცხადა, რომ ამ დროისათვის ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საფრთხე მოხსნილია და ცდილობენ, ხანძარი არ გავრცელდეს უფრო მეტ ფართობზე.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი