ახალი ამბები

პარლამენტი: წარმატებულ ემიგრანტებს სიგელები გადაეცათ

31 აგვისტო, 2022 • 1192
პარლამენტი: წარმატებულ ემიგრანტებს სიგელები გადაეცათ

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, დღეს, 31 აგვისტოს “დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში წარმატებული ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა”.

პარლამენტის განცხადებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მედიკოსებს და იმ ადამიანებს, რომლებამც შემოწირულობა გაიღეს პანდემიის პერიოდში, გაწეული საქმიანობისთვის დეპუტატებმა სიგელები გადასცეს.

დღევანდელ მიღებაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არა ყველა ის ექიმი, ვინც კოვიდპანდემიის პირობებში უცხოეთიდან აქტიურობდა.

როგორც ნეტგაზეთს დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატში განუცხადეს, დღეს სიგელები იმ ადამიანებს გადასცეს, ვინც  სხვადასხვა ქვეყანაში კრიზისცენტრებში უშუალოდ იყვნენ ჩართულები და აქტიურობდნენ. მათივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებას ყველა არ ესწრებოდა და მათ სიგელებს შემდეგ გადასცემენ.

როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, დღეს პარლამენტმა დიასპიროს წარმატებულ წარმომადგენელთა მხოლოდ ერთ ნაწილს უმასპინძლა, თუმცა მისი თქმით, ქართული სახელმწიფო და საქართველოს პარლამენტი ღირსეულად დააფასებს მათ ღვაწლს.

„დღეს საქართველოს პარლამენტში ვუმასპინძლეთ იმ დიასპორელებს, ძირითადად, წარმატებულ პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამერიკასა და ევროპაში და რომელთაც ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს COVID-19-ის პერიოდში. ჩვენს თანამემულეებს, რომელთაც უკიდურესად ესაჭიროებოდათ მედიკოსების დახმარება, მათ საკუთარი ხარჯით უპატრონეს და მიაწოდეს წამლები, გაუყვეს თავშესაფარი, უზრუნველყვეს ყველანაირი სერვისებით.

მეამაყება, რომ ჩვენს დიპლომატებთან ერთადა ქართულმა დიასპორამ გამოიჩინა უპრეცედენტო დამოკიდებულება საკუთარი თანამემამულეების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

 

სიგელები გადაეცათ შემდეგ პირებს:

  • ასანიძე ინა – აშშ; ორგანიზაცია „დიასპორის სახლი“ ხელმძღვანელი
  • იაშვილი ეკატერინე – აშშ; ფსიქოლოგი
  • ვასაძე გიორგი – აშშ; არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა“
  • ქავთარაძე ნინო – აშშ; ექიმი, კლინიკის ხელმძღვანელი
  • ადეიშვილი გრიგოლი – აშშ; ექიმი, კლინიკის მესაკუთრე
  • ჩექოშვილი ნინო – აშშ; ექიმი
  • შერგელაშვილი ეკა – აშშ; ექიმი
  • შავლიაშვილი ქეთევან – აშშ; ექიმი
  • შამათავა ირმა – აშშ; პროფესორი
  • ბაგრატიონი დიანა – აშშ; ფონდი „ბაგრატიონის“ ხელმძღვანელი
  • ხიჯაკაძე სოფიო – აშშ; ექიმი
  • ტორესი თამარა – აშშ; ბიზნესმენი
  • ბოჭორიშვილი ლევანი – აშშ; სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი
  • მამფორია გოგიტა – აშშ; იურისტი
  • ჩხეიძე ნიკოლოზი – აშშ; ექიმი
  • ჩალიგავა სოსო – აშშ; ექიმი
  • აბელაშვილი ელიზა – აშშ; „მსოფლიო ლიგის“ ხელმძღვანელი
  • კანდელაკი თეა – აშშ; ორგანიზაცია „ერთობა“ ხელმძღვანელი
  • მიქაბერიძე ნინო – აშშ; ექიმი, „ლენოქსის“ კლინიკის დირექტორის მოადგილე
  • ქურციკიძე ლეილა – აშშ; დიზაინერი
  • შარაძე ირაკლი – აშშ; მუსიკოსი, ბიზნესმენი
  • ხასაშვილი კახაბერი – აშშ; ორგანიზაცია „დიასპორის სახლი“
  • მიქაძე თამარი – აშშ; პედაგოგი
  • რუბინო ირმა – აშშ; ორგანიზაცია „ქართული დიასპორა“
  • გალდავა რუსუდანი – აშშ; პედაგოგი
  • მეგრელიშვილი თეა – იტალია; ორგანიზაცია :დიასპორის სახლი“
  • მაჭარაშვილი ირინე – იტალია; ორგანიზაცია „დიასპორის სახლი“
  • თოთლაძე ნინო – იტალია; ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“
  • კაპანაძე ირმა – იტალია; ორგანიზაცია „ მე დავბრუნდები“
  • ჯინჭარაძე მანანა – იტალია; ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“
  • ციბაძე ნინო – გერმანია; ორგანიზაცია „პატრიოტი დიასპორელი“ ხელმძღვანელი
  • ცერცვაძე დიანა – გერმანია; არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
  • შალამბერიძე თამარი – გერმანია; ბერლინის ქართული სახლის ხელმძღვანელი
  • სულხანიშვილი ზოია – საბერძნეთი; ორგანიზაცია „ დიასპორის სახლი“
  • ლიპარტელიანი მამუკა – საბერძნეთი; ორგანიზაცია „ დიასპორის სახლი“
  • გოგოლაძე მანანა – ესპანეთი; ორგანიზაცია „ქართული სახლი“
  • კუხიანიძე ლელა – შვედეთი; სათვისტომოს ხელმძღვანელი
  • სვანიძე სალომე – ჰოლანდია; ორგანიზაცია „ დიასპორის სახლი“
  • ბალამწარაშვილი ანა – ბელგია; „ქართული სახლი“ ხელმძღვანელი

მასალების გადაბეჭდვის წესი