ახალი ამბები

პირი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა აღმართა, სავარაუდოდ, 500 ლარით დაჯარიმდება

31 აგვისტო, 2022 •
პირი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა აღმართა, სავარაუდოდ, 500 ლარით დაჯარიმდება

პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, იდენტიფიცირებულია და მის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული კანონდარღვევა 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მერიის ცნობით, მოქალაქემ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დროშა 29 აგვისტოს აღმართა, პარკის ადმინისტრაციამ კი დროშა დაუყოვნებლივ ჩამოხსნა.

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან”

მასალების გადაბეჭდვის წესი