სომხეთის პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარისა და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის ფონდი, რომელიც სომხეთში ატისის მთაზე იესო ქრისტეს ქანდაკების დადგმის ინიციატორი იყო, ქანდაკების საანიმაციო ვიდეო რგოლს აქვეყნებს.
როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ნანახი ქანდაკებით აღფრთოვანებულები არიან.
“ასე შევძლებთ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ვართ პირველი ქრისტიანული ერი დედამიწაზე. ეს ქანდაკება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დამცველი უნდა გახდეს”, – ასე წარმოადგინა წარუკიანმა საკუთარი მეგაპროექტი რამდენიმე თვის წინ.
წარუკიანის ინიციატივით ქრისტეს ქანდაკება 33 მეტრი სიმაღლის იქნება [ქრისტეს ასაკის შესაბამისი], ხოლო პოსტამენტის სიმაღლე – 65 ან 77 მეტრი.
