ახალი ამბები

უკრაინაში რკინიგზის სადგურის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

25 აგვისტო, 2022 • 1653
უკრაინაში რკინიგზის სადგურის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა ქალაქ ჩაპლინეში რუსეთის მიერ რიკინიგზის სადგურის დაბომბვას. მოკლულთა შორის არის 11 წლის ბიჭი. დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღწევს.

ქალაქი ჩაპლინე, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით, ზაპოროჟიასა და დონეცკს შორის მდებარეობს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაბომბეს.

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, დაბომბვისას რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაიწვა ავტომობილში.

რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არაფერი უთქვამს აღნიშნული შემთხვევის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი